"რუსთავი 2" არასოდეს იყო ხელისუფლებისგან დაჩაგრული, პირიქით, მილიონობით ვალს ჩუქნიდა სახელმწიფო!"

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, "რუსთავი 2"-ის შესახებ, სპეციალურ მიმართვას და საინტერესო ფაქტებს აქვეტნებს:

"თევზი თავიდან ყროლდება” - ასეა სწორედ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” შემთხვევაშიც. ეს ამბავი კი 1994 წელს ქალაქ რუსთავში დაიწყო. მაშინდელმა ქალაქის მერმა სოსო არეშიძემ რუსთავისთვის ადგილობრივი ტელევიზიის შექმნა გადაწყვიტა. ამ დროისთვის რუსთავში  რამდენიმე პატარა ტელევიზია უკვე არსებოდა, თუმცა ლიცენზიის გარეშე.    ქალაქის მერის ეს შესანიშნავი იდეა, რუსთაველი ერასტი კიწმარიშვილის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მეშვეობით განხორციელდა. მალევე, ქალაქის მერის დამხარებით  შესაძლებელი გახდა რუსთავში მაუწყებლობის ლიცენზიის აღება, რომელიც ამ სამეულის შექმნილ ფირმაზე - “ გამა+” გაფორმდა.  მოგვიანებით, ახლადდაარსებული ქალაქის ტელევიზიისთვის ქალაქის მერი  პირველ სამონტაჟოს ე.წ  “აჟეებს” ყიდულობს.

ადგილობრივი ტელევიზიის შექმნის მთავრი არსი იყო ქალაქში მიმდინარე ახალი ამბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქება, თუმცა, ეს ყვალეფრი უკუღმა დატრიალდა. ქალაქის მერი მისივე ინიციატივით შექმნილ ტელევიზაში ნეგატიურ კონტექსტში სულ უფრო და უფრო, ხშირად უსამართლოდაც, ხვდებოდა.  საბოლოოდ ურთიერთობები გართულდა.

დამოუკიდებელი ტელევიზიის არსებობის იდეა ძალიან მოეწონათ იმ დროს ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოებულ უნივერისტეტელ ახალგაზრდებს - ფიქრია ჩიხრაძესა და მის მეგობრებს. მათ შევარდნაძეს  მე-12 მეტრული სიხშირის არხი გამოსთხოვეს, რომლითაც მაუწყებლობა მთელ საქართველოზე იყო შესაძლებელი.

ჩვეული მეთოდით, “რუსთავი 2-ის” გუნდი  უნივერსიტეტელ მეგობრებს მაუწყებლობის ლიცენზიას   “გამა+სზე” აფორმებინებს. აქედან იწყება “რუსთავი 2-ის” ტრიუმვირატის თბილისური ოდისეაც.  მაუწყებლობა წყდება რუსთავში და სასწრაფო წესით გადადის თბილისში.

აპრობირებული მეთოდით, გათბილისელებული “რუსთავი 2 -ის” სამიზნე უკვე საქართველოს პერიზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე ხდება.  უკმაყოფილო  შევარდნაძე ახალგაზრდა მეგობრებს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის გამო საყვედურობს.  პრეზიდენტისგან “ყურაწეული” ახალგაზრდები საქმის გასარჩევად კიწმარიშვილთან გარბიან, რომლისგანაც საკმაოდ ცინიკური პასუხი მიიღეს: “იურიდიულად, თქვენ, ტელევიზიის ლიცენზიის მფლობელთა შორის არ მოიხსენიებითო.” 

განაწყენებული ფიქრია ჩიხრაძე და მისი თანამოაზრენი საკუთარი გავლენის მეშვეობით ახერხებენ და “რუსთავი 2-ს” ანძიდან რთავენ. ამ დროს კიწმარიშვილი აღნიშნულ სიტუაციას ისევ სათავისოდ იყენებს და დიპლომატიურ კორპუსსა მიმართავს.   “რუსთავი 2-მა”  მჯდომარე აქცია გამოაცხადა და  საერთაშორისო სკანდალის აგორება შეძლო. ხელისუფლება იძულებული გახდა “რუსთავი 2-ისთვის” მაუწყებლობა აღედგინა. საქმე სასამართლოშიც გადავიდა, მაგრამ უშედეგოდ, გამარჯვებული კვლავ “რუსთავი 2” აღმოჩნდა, რომელიც უკვე ხელისუფლებაში გავლენიან  მფარველს  - ზურაბ ჟვანიას სახით პოულობს. ჟვანიამ “რუსთავი 2-ის“ გადარჩენა კიდევ ბევრჯერ შეძლო. 

ასეთი ავანტიურით მოვიდა “რუსთავი  2”  “ვარდების რევოლუციამდე”. ამის შემდეგ კი მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ყველასთვის ცნობილია.

“რუსთავი 2” არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებისაგან დაჩაგრული. ეს არის ის ნიღაბი და პოზა, რომელსაც დღემდე წარმატებით ირგებს არა მარტო მთლიანად ტელევიზიის ახლანდელი გუნდი, არამედ მისი ყოფილი დამფუძნებლებიც. კომპანია არც არასდროს იხდიდა გადასახადებს და ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა მილიონობით ვალის ჩამოწერა".