"დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი რუსეთს აგენტი ივანიშვილი არაა"

დავით ზურაბიშვილი ბიძნა ივანიშვილთან დაკავშირებიტ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს:

"ცოტა არაპოპულარული რაღაც უნდა ვთქვა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რამდენადაც მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია. მე პირადად აბსოლუტურად დარწმუნებული რომ არანაირი რუსეთს აგენტი ივანიშვილი არაა და მისი, და, შესაბამისად ამ ხელისუფლების მიზანი არანაირად არაა რუსეთის გავლენის ორბიტაში საქართველოს შეყვანა.

მე რომ მკითხო სრულიად ელემენტარული საღი აზრი და ლოგიკაა საჭირო იმის დასანახად, რომ ივანიშვილის მამოძრავებელი მოტივი საქართველოს რუსეთში შეთრევა კი არაა, არამედ ამ ქვეყნის გადაქცევა საკუთარ შპს-დ. რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობას ივანიშვილი განიხილავს მხოლოდ პირადი უსაფრთხოების კონტექსტში. კერძოდ, რუსეთიც და დასავლეთიც არის ის ფაქტორი, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, მისი ამოცანაა როგორმე კმაყოფილი და მიძინებულ მდგომარეობაში მყოფი იყოს ორივე ეს ფაქტორი და თვითონ ისე "იგულაოს" საქართველოში, როგორც საკუთარ ეზოში.

ამ კონტექსტში ხდება რუსეთის მიმართ გაუმართლებელი დათმობები და არა იმიტომ, რომ მას ამას პუტინი ავალებს. ივანიშვილს ეშინია რუსეთთან კონფრონტაციისა და თუ ურთიერთობები რუსეთთან რაღაც მიზეზების გამო მწვავდება (რაც, სხვათა შორის, მიზანმიმართულად პრორუსი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად გამორიცხული იქნებოდა), ის მუდამ მიდის დათმობებზე, მათ შორის ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების საზიანოდაც. მთავარია მას და მის ძალაუფლებას არ შეეხონ. მეორეს მხრივ, მას ასევე ეშინია დასავლეთის და როცა დასავლეთიდან თითს უქნევენ, მაშინ ცდილობს მათ დაუთმოს რამე. ამის მაგალითებიც არაერთი გვქონდა ამ შვიდ წელიწადში, რუსეთთან დათმობებზე ბევრად ნაკლები, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპრომისები,

მენტალურად რომ ის ტიპიური საბჭოთა ადამიანია და დღევანდელი რუსეთი მისთვის უფრო გასაგები და ახლობელია, ვიდრე დასავლეთი, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ბიძინა რუსეთის ჩანერგილია საქართველოში და ახლა პუტინის დავალებით მიგვერეკება "კრასნოდარსკი კრაისთან" შესაერთებლად", - წერს ზურაბიშვილი.

სოციალისტი ზურაბიშვილი - ამ კონტექსტში ხდება რუსეთის მიმართ გაუმართლებელი დათმობები და არა იმიტომ, რომ მას ამას პუტინი ავალებს. ივანიშვილს ეშინია რუსეთთან კონფრონტაციისა და თუ ურთიერთობები რუსეთთან რაღაც მიზეზების გამო მწვავდება (რაც, სხვათა შორის, მიზანმიმართულად პრორუსი ხელისუფლების პირობებში პრაქტიკულად გამორიცხული იქნებოდა), ის მუდამ მიდის დათმობებზე, მათ შორის ქართული სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების საზიანოდაც. მთავარია მას და მის ძალაუფლებას არ შეეხონ. მეორეს მხრივ, მას ასევე ეშინია დასავლეთის და როცა დასავლეთიდან თითს უქნევენ, მაშინ ცდილობს მათ დაუთმოს რამე. ამის მაგალითებიც არაერთი გვქონდა ამ შვიდ წელიწადში, რუსეთთან დათმობებზე ბევრად ნაკლები, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპრომისები," აბა ჩამოთვალე, 2 სვეტი გააკეთე: პირველი რა დაუთმო რუსეთს. მეორე რა დაუთმო დასავლეთს. მერე შევადაროთ და ვნახოთ ვის რა დაუთმო! მარტო ის რაც დასავლეთს დაუთმო, კერძოდ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რუსეთისადმი ყველა დათმობას თუ ასეთი არსებობს, ერთად აღებულს გადაწონის ერისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმის თვალსაზრისით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
4 წლის უკან
amo მდაა?!
4 წლის უკან