ქიბარ ხალვაში არ დათანხმდა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შეთავაზებას - მელაძე

ქიბარ ხალვაში არ დათანხმდა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შეთავაზებას - მელაძე

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების შეთავაზებას საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელიც მათი აზრით, სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი გარანტია იქნებოდა.

ამის შესახებ "ნეტგაზეთს" რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ განუცხადა.

"წერილობითი გარანტია, რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, არ არსებობს და მით უმეტეს იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული იქიდან გამომდინარე, რომ რაც იქ იყო... თუნდაც მაღალრეიტინგული გადაცემების რეიტინგის შემცირება შეიძლება გამოწივიოს და ასე შემდეგ, რეიტინგის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს ბერვ ფაქტორზე შეიძლება იყოს გამოწვეული და ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს ამას. არ არის ეს ის ფორმა, რაც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი თუ რაიმე სიმპტომი იქნება იმისა, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას, ამის შესახებ ჩვენ უნდა ვისაუბროთ", - განაცხადა სალიამ "რუსთავი 2"- თან საუბრისას.

 

სოციალისტი ხმა ჩაიწყვიტეთ თქვე გადაგვარებულებო!!!
4 წლის უკან