გასაკეთებელი ისევ ბევრია

გასაკეთებელი ისევ ბევრია

გასაკეთებელი ისევ ბევრია , - ამის შესახებ „რუსთავი 2"ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ მის მიერ ტელეარხის დირექტორად დანიშნული პაატა სალია დღეს „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს შეხვდა.

„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვდნენ, რომელიც მათი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა. ასევე, ისინი ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვდნენ, რომლებშიც მათი დაცვის მექანიზმები იქნებოდა ჩადებული.

Maverick რჩევა R2 ახალ მფლობელს და დირექტორს:
ხელშეკრულებაში გაითვალისწინეთ ჟურნალისტიკის ეთიკის კანონები, განსაკუთრებით სიმართლის და მხოლოდ სიმართლის დაცვა, მართალი, გადამოწმებული და არა ყურმოკრული, ან სასურველი ცრუ ფაქტების ტირაჟირება... ამ მოთხოვნების წარდგენის შემდეგ გარწმუნებთ ყველა არა და ნამდვილი ეთიკური კადრი შეგრჩებათ ხელთ გვარამიას მირ დატოვებული R2-სგან!
4 წლის უკან
Maverick უკაცრავად უნდა იყოს: ამ მოთხოვნების წარდგენის შემდეგ გარწმუნებთ ყველა არა და ნამდვილი ეთიკური კადრი შეგრჩებათ ხელთ გვარამიას მირ დატოვებული R 2-ელებისგან!
4 წლის უკან