სტრასბურგის სასამართლო ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესრელიზს აქვეყნებს

სტრასბურგის სასამართლო ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრესრელიზს აქვეყნებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით („ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ") პრესრელიზს აქვეყნებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გამოკვეთა რიგი ხარვეზები საქმის პირველ გამოძიებაში. პირველი – პოლიციის ოფიცრებმა, რომლებმაც განახორციელეს ოპერაცია, რა დროსაც განმცხადებლის შვილი დაიღუპა, თავადვე მიიღეს პირველადი საგამოძიებო ზომები; მეორე – თბილისის პროკურატურამ ვერ მოახერხა განმცხადებლისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება, დაფიქსირდა პროცედურული სამართლის არარსებობა, რამაც მათ არ მისცა საშუალება, გაესაჩივრებინათ სასამართლოში პროკურატურის გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„საერთო ჯამში, თბილისის საქალაქო პროკურატურას აშკარად აკლდა საფუძვლიანობა, ობიექტურობა და სამართლიანობა, რაც გამოძიების განახლებამ აჩვენა", – აღნიშნულია რელიზში.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ გამოიწვია პასუხისგებაში მიცემა, სასამართლო არ იყო დარწმუნებული, რომ უზრუნველყოფილ იქნა სარჩელის საკმარისი დაკმაყოფილება.

„პირველ რიგში, მკვლელობის შემდეგ ცხრა წელი დასჭირდა აღიარებას, რომ განმცხადებლის შვილი დამამძიმებელი გარემოებებით მოკლეს. მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდებოდა საგამოძიებო ორგანოების სრული უმოქმედობა, რომელიც აშკარად შეფასდა სამართლიანობის გაჭიანურებად, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების გაჭიანურება ხშირად მართლმსაჯულების უარყოფაა", – აღნიშნულია პრესრელიზში.

გარდა ამისა, პრესრელიზის თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველმა განმცხადებელმათავად იტვირთა გამოძიების სიმძიმე, მოწმეების დაკითხვა და სხვა მტკიცებულებების შეგროვება. არსებითი მტკიცებულებების მიუხედავად, რომელიც მიუთითებდა, რომ პოლიციის ოფიცრებმა უკანონოდ გამოიყენეს ლეტალური ძალა, ხელისუფლებას სამი წელი დასჭირდა გამოძიებისა და საქმის სასამართლოში გადაცემისთვის.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, პირველმა განმცხადებელმა, რომელიც მოკლეს, საგამოძიებო როლის აღებით, რომელიც ჩვეულებრივ ხელისუფლების ვალდებულება იყო, საკუთარი თავი შურისძიების რისკის ქვეშ დააყენა.

რელიზში აღნიშნულია, რომ მსგავსი ტრაგიკული განვითარება გახდა კიდევ ერთი მაგალითი ხელისუფლების მხრიდან გულმოდგინების ნაკლებობის, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ დანაშაულს იძიებდა, განსაკუთრებით იქ, სადაც პოლიციის კორუფცია შეინიშნებოდა.

სტრასბურგის სასამართლო მეორე გამოძიებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეორე განმცხადებელი დაზარალებულად არ იქნა აღიარებული. ამ ფაქტმა ძირი გამოუთხარა ადეკვატური კომპენსაციის ძიების და მიღების შესაძლებლობას ზიანისთვის, რომელიც მან და მისმა მეუღლემ მიიღეს.

საქართველოს სასამართლოს არასათანადო მოპყრობასა და ჰომიციდთან დაკავშირებით სასჯელის არჩევის პრეროგატივა ჰქონდა, თუმცა სასამართლო უნდა ჩარეულიყო იქ, სადაც დაინახა პროპორციის აშკარა ნაკლებობა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ქმედებებსა და სასჯელს შორის.

ამ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ორი პირის მიმართ 16-წლიანი საპატიმრო  სასჯელი გამოიტანა. ეს კი, ნაკლებია ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელზე – 20 წელი ან სამუდამო პატიმრობა.

სასამართლოს ასევე უნდა სცოდნოდა, რომ დამნაშავეები ამნისტიის საშუალებით სასჯელის შემცირებით ისარგებლებდნენ, რაც ასეც მოხდა.

სასამართლო მწუხარებას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამ საჭიროდ არ ჩათვალა პოლიციის სერიოზული გადაცდომა სათანადოდ დაესაჯა. როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი კონვენციის მეორე პუნქტის დარღვევაში არის დამნაშავე, მას ამნისტიის ან შეწყალების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

ამასთან ერთად, ორ პოლიციელს, რომლებიც დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ  საჯარო სამსახურში მუშაობა არ აუკრძალა, რაც ნიშნავს, რომ 12-წლიანი პატიმრობის სასჯელის მოხდის შემდეგ, მათ ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ეს სრულიად უადგილო იქნებოდა. ასეთი დანაშაულის შემდეგ საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელების უფლება საზოგადოებისთვის არასწორი სიგნალი იქნება.

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ორი პოლიციელის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, რომლებმაც განმცხადებლის შვილი და მისი მეგობარი მოკლეს და ამის განსახორციელებლად სამართალდამცავი უწყების მექანიზმი გამოიყენეს, დანაშაულის ადეკვატური არ არის.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ზ.ვ.-ის მკვლელობაში ხუთი პოლიციელის გასამართლების მიუხედავად, სამართალდამცავი სისტემა ამ საქმესთან მიმართებაში საკმარისად მკაცრი არ აღმოჩნდა. გამოძიებაში თავდაპირველი უმოქმედობისა და შეფერხებების, პროცედურაში განმცხადებლის არასაკმარისად ჩართვის, ასევე სასამართლოს მიერ დამნაშავეების წინააღმდეგ ადეკვატური სასჯელის გამოტანის უუნარობასთან ერთად, გამოძიებას არ ჰქონდა საკმარისი შემაკავებელი ეფექტი მომავალში მსგავსი კრიმინალური მოქმედებების პრევენციისთვის.

სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ განმცხადებლებმა შეინარჩუნეს მსხვერპლის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურული ნაწილის მეორე პუნქტის დარღვევას.

როგორც სასამართლო აღნიშნავს, ეროვნული სასამართლოების დასკვნებმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ბოროტი წინასწარგანზრახვით ზ.ვ.-ს მკვლელობა, მოპასუხე მხარეს, სახელმწიფოს შეერაცხებოდა, მაშასადამე, იყო კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა.