"მსუქანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან" (ვიდეო)

ეს ძალიან დრამატული მომენტია – ვირუსულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალი გარბის სცენაზე და მღვდელს ხელს კრავს, რომელიც ხალხში ვარდება . მანამდე მღვდელმა თქვა, რომ “მსუქანი ქალები სამოთხეში ვერ შევლენ“.

ის საკმაოდ ცნობილი ბრაზილიელი სასულიერო პირია, რომელზეც ამბობენ, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგა. მას კი კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. უცხოური მედია წერს, რომ დაახლოებით 50 ათასი ადამიანი უყურებდა, როგორ “გადმოფრინდა” ის სცენიდან. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს ქალი მენტალური პრობლემებით იტანჯება.

ინციდენტი სან პაულოში მოხდა. ეკლესია ტვიტერზე წერს, რომ ქალი უკვე დაკავებულია. „მამაო ამ შეტაკებისგან არ დაზარალებულა, ჩვენ მისთვის ვლოცულობთ. საბედნიეროდ, მღვდელს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ მესის გაგრძელება შგვიძლია“, – ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.