ივანიშვილი გახარიას გადაეფარა და აღიარა, რომ დარბევის ბრძანება თავად გასცა - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

ივანიშვილი გახარიას გადაეფარა და აღიარა, რომ დარბევის ბრძანება თავად გასცა - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

„თავს ძალა დავატანე და ივანიშვილის ბოლო სრულიად არეული ინტერვიუ ვნახე. ის რა თქმა უნდა ცდილობს, თავისი დარჩენილიმცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, რადგან ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულს.

ოლიგარქი გაიქცა მოლდოვიდან, უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, ოლიგარქებმა წააგესსომხეთი, საქართველო დარჩა ბოლო კუნძული ფეოდალური მმართველობის და ეს რა თქმა უნდა არ ეკადრება ქართველ ხალხს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბოლომდე გადაეფარა შს მინისტრ გიორგი გახარიას, ასევე აღიარა რომ დარბევის ბრძანება თავად გასცა.

„ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის, შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. ჩვენ ახლა, როგორცარასდროს, გვმართებს გაერთიანება, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და უნარი აქვს, ბევრი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ.

როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს რაღაცის დალაგებას, გავიხსენოთ, რომ 2016 წელს ასე იძახდა, შარშან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ასე იძახდა, ყოველჯერზე სულ უფრო ახალი უბედურებები ხდებოდა. საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი დრო, ბინძურ ოლიგარქის ხუშტურებზე დასაკარგი დრო. საქართველო არის ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ქვეყანა.

საქართველო ძალიან სრაფად გადალახავს ეკონომიკურ სიძნელეებს, წავა წინ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არ დახევა და ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებითდასრულება. აქედან გამოსავალია რიგგარეშე არჩევნები, ახალი ფართო ბაზის მქონე, ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი, ახალიოლიგარქები, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში, იგივე ხაზარაძე.

ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს, ქართველი ხალხი უნდა იყოს ბატონ-პატრონიდა არა ვინმე ფულის ტომარა, რომელიც ფულზე და თავის ჯიბეზე მოარგებს საქართველოს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სოციალისტი მიშა, კაცი არა ხარ?! შეგვეშვი ძმაო, შვილო... წადი რა , სხვა საქმე ნახე! ეს ვინ ყოფილა კაცო...?!
4 წლის უკან