დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიჭინაძე მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგროვებითი საპენსიო სქემა გააცნო. მენეჯმენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩართულნი არიან სქემაში და რეფორმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ. მათი შეკითხვები საინვესტიციო საკითხებს და სანდოობას შეეხო. გიორგი ჭიჭინაძემ მათ დეტალურად აუხსნა სქემის ბენეფიტები, რა ეტაპზეა ახლად ჩამოყალიბებული საინვესტიციო საბჭო და რა მიმდინარე სიახლეებია საპენსიო სააგენტოში. მესტიამდე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა.