უკრაინის პრეზიდენტმა ოდესაში, შავ ზღვაში გაცურა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა ოდესაში, შავ ზღვაში გაცურა (ვიდეო)

შადრევნის შემდეგ – ზღვაში – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმში თანამშრომლებთან და დამსვენებლებთან ერთად ზღვაში იცურავა.

პრეზიდენტი ოდესის სანაპიროს ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ეწვია. ასეთი გზით ზელენსკიმ წყლის ტემპერატურის შემოწმება გადაწყვიტა.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესაბამისი ვიდეო ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნა სათაურით: “წყლის ტემპერატურის ინსპექტირება შავ ზღვაზე”.

“ოდესაში დაძაბული სამუშაო დღის დაწყების წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისი ოფისის გუნდმა შავ ზღვაში წყლის ტემპერატურა პირადად შეამოწმეს”, — ნათქვამია ვიდეოს თანდართულ ტექსტზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის კვირის წინ  ზელენსკიმ მარიუპოლში ბავშვებთან ერთად შადრევნის ქვეშ გაირბინა.