გვარამიამ მომხრები 18 ივლისს

გვარამიამ მომხრები 18 ივლისს "რუსთავი 2"-ის ეზოში დაიბარა - რა სიგნალი მოვიდა სტრასბურგიდან?

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ტელევიზია კვლავ მათი იქნება და ტყუილია ინფორმაცია, თითქოს 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება.

“ტყუილად ნუ ავრცელებთ, რომ “რ2”- ს გადაიბარებს ქიბარი. ტყულით ნუ ამხნევებთ და ბოლო იმედს ნუ აძლევთ სასოწარკვეთილ მომხრეებს: კი ვართ გაფარჩაკებული, მაგრამ რ2-ს წავიღებთ და ამოვისუნთქავთო.

ტყუილია! რ2 დარჩება იმ სტატუსკვოთი, როგორიც დღესაა. გავიმარჯვებთ აუცილებლად და სამართლიანობა იზეიმს. სამართლიან გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ გადაახტება, ვერ გაბედავს და მორჩა. გაბედავს და მოხვდება მწარედ! 18 ივლისს ერთად ვიზეიმოთ სამართლიანობა! ვიკრიბებით რ2-ის ეზოში (სანდრო ეულის 5ა), დღის 12 საათზე” – წერს გვარამია.

Maverick მისამართი არასწორია. სწორი მიასამართია: გაბრი ქებულის 5ყ
4 წლის უკან