“თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ სუნმა შეგაწუხოთ”

“თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ სუნმა შეგაწუხოთ”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი, მისი კოლეგისა და თანაგუნდელის აკაკი ზოიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ, რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანხილზე.

სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა”, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

აკაკი ზოიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ ეპითეტები: “მტრები და მეხუთე კოლონა”, რომელიც ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში გამოიყენა, რუსთაველზე მიმდინარე“სირცხვილიას” აქციის მონაწილეებს არ მიემართება.

აკაკი ზოიძემ, “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, რომ “მეხუთე კოლონაში” მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა და მათ  მიიჩნევს ქვეყნის მტრად.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ ზოიძის ამ განმარტების არ სჯერათ.

Maverick ვისაც ჯერა, გაატარეთ!...
5 წლის უკან