"26 მაისს პარლამენტზე რაიმე სახის ძალადობა გამოგვეჩინა და შიგნით შესვლა მოგვეწადინებინა, რა მოხდებოდა????!!! ვინმე ცოცხალი გადავრჩებოდით????"

26 მაისის და მერაბიშვილის შედარება, 20 ივნისსა და გახარიასთან უზნეობაა სულ მცირე!!! - ასე ეხმაურება გუშინდელ ეთერს სოციალურ ქსელში დეპუტატი კარლო კოპალიანი.

ეს ჟურნალისტიკა არ არის და ი. გრიგოლიას ჟურნალისტობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება!!!

მინისტრ გახარიასთან ეთერის დროს,26 მაისის და მერაბიშვილის შედარება, 20 ივნისსა და გახარიასთან უზნეობაა სულ მცირე!!!

ეს შეურაცყოფაა იმ ადამიანების ვინც იქ ვიდექით და უშუალო მონაწილე ვიყავით 26 მაისის ფაშისტური ანგარიშსწორების საკუთარი ხალხის მიმართ, ვინც აბსოლიტური მშვიდობიანი ფორმით გამოვხატავდით პროტესტს!

ალყაში მოგვაქციეს, გადაგვიარეს,ხალხი დახოცეს, 1500 კაცი დააპატიმრეს და ხელბორკილებიან ხალხს უმოწყალოდ გაუსწორდნენ!!!!

გახარიამ პარლამენტზე განხორციელებული შტურმი აღკვეთა, სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, სამოქალაქო სისხლისღვრა არ დაუშვა, ქვეყანა ქაოსს და დიდ უბედურებას გადაარჩინა!!!!

გრიგოლიას ვეკითხები პარალელის შემთხვევაში იქნებ გვიპასუხოს ჩვენ,რომ 26 მაისს პარლამენტზე რაიმე სახის ძალადობა გამოგვეჩინა და შიგნით შესვლა მოგვეწადინებინა, რა მოხდებოდა????!!! ვინმე ცოცხალი გადავრჩებოდით????

ამიტომ დიდი უზნეობაა და 26 მაისის გამართლებაა ასეთი პარალელის გავლება!!!

სოციალისტი ბატონო კარლო, ვაჟკაცი კაცი ხარ და პირდაპირ მიპასუხე, როგორ მოახერხეს ნაცებმა და ევრონაცებმა, მათმა სატელიტმა 2-3 მმა ტელევიზიამ, რომ ეს მმართველი პარტია, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულები, ფულადი და ადმინისტრაციული რესურსის შეუზღუდავი პატრონები,... რომ ამ დამნაშავეთა კასტას გამუდმებით თავისმართლების რეჟიმში ყავხართ? ვერ ხედავთ რომ ჩოქბჯენში გადაგიყვანეს??! ! მე გეტყვით სადაა დროის ის ორიენტირი როცა დაიწყო თქვენი პოლიტიკური ძალის და ხალხის დაშორიშორება, აი პარლამენტში, რომ დაუკანტურეთ თავი ატიდისკრიმნაციულ კანონს, მაშინ მოთავდით თქვენ ყველა როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენელი ეროვნული ძალა!
4 წლის უკან
არაგველი641 --სოციალისტი, სრულიად სიმართლეს ამბობ და ერთს დავამატებ: ერთი უკიდურესობიდან (2012 წლის არჩევნები) მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდით, რომ ოცნებაც ისეთივე მოსაცილებელი გაგვიხდა ხელისუფლებიდან როგორც ნაცები მოვიცილეთ!
4 წლის უკან