20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში -

20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში -

20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში - ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში აცხადებს. განცხადებაში, როემლიც გერმანიის საელჩომ გაავრცელა. აღნიშნულია, რომ ელჩს აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიღებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

ქნირში არ ადასტურებს გახარიას განცხადებას, რომ შს მინისტრი დილის 7 საათამდე დიპლომატებთან ერთად აკვირდებოდა მოვლენებს პარლამენტის შენობიდან.

“ყველასთვის ცნობილია, რომ  20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე. რა თქმა უნდა, არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო. ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი  პროცედურების შესაბამისად,“ - აცხადებს გერმანიის ელჩი.