"საბოლოო ჯამში გახარიაც წავა და ყველა მიჰყვება მას"

“ხელისუფლება შეშინებულია და ხელისუფლება რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია”,- ასე შეაფასა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ გიორგი გახარიას ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან.

“გახარია შეშინებულია, გახარია რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება შეშინებულია და ხელისუფლება რომ შეშინებულია, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია. ამიტომ, საბოლოო ჯამში გახარიაც წავა და ყველა მიჰყვება მას. დავინახეთ, რომ მათთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, რაც სირცხვილია, ამიტომ მე არ მგონია, რომ აქ განსაკუთრებული ძალა აჩვენა გახარიამ. პირიქით, დღეს მისი გამოსვლა იყო ხელისუფლების სრული სისუსტის დადასტურება. აგრესია სწორედ ამას ნიშნავს, რომ მას სხვა არაფერი არ დარჩა საკუთარი თავის და ხელისუფლების დასაცავად და ამიტომ, მე ვუთანაგრძნობ მათ ამ მარცხში."

სოციალისტი შენ რომ ლიდერი ხარ გასაგებია, მაგრამ რამდენი ხართ სულ ეს რესპუბლიკელები, რამდენის ლიდერი ბრძანდები?!
5 წლის უკან
amo შეშინებული გახარიას ფეხის ფრჩხილად არ ღირხართ მთელი ოპოზიცია. მართლა გჯერათ რომ შეშინებულია, თუ სხვას აბოლებთ. ვაი თქვენს პატრონს.
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
რესპების უმრავლესობით მოსვლისა ეშინიათ, ალბათ! :)
(საერთოდ ყველა პარტია რომ გაუქმდეს საქართველოში და მხოლოდ თქვენ იყაროთ კენჭი, მაინც ვერ ასცდებით 1,5 %-ს! ).
5 წლის უკან