ზაალ ანჯაფარიძე: „რა ვიხილეთ გუშინ TV-პირველზე? შავი ძაძებით შემოსილი გრიგოლია მისი პლინტუსს ქვემოთ დასული ჟურნალიზმ-ურნალიზმით“

ზაალ ანჯაფარიძე: „რა ვიხილეთ გუშინ TV-პირველზე? შავი ძაძებით შემოსილი გრიგოლია მისი პლინტუსს ქვემოთ დასული ჟურნალიზმ-ურნალიზმით“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელშე კიდევ ერთხელ, ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და წერს:

„მომიტინგეები არ წარმოადგენენ მთელ ქართულ საზოგადოებას! ქართულ საზოგადოებას არ მიუცია მათთვის უფლებამოსილება ისაუბრონ მთელი საზოგადოების სახელით!

მათ შეუძლიათ ისაუბრონ მხოლოდ თავიანთი სახელით!“

გარდა ამისა, ანალიტიკოსი, ასევე, ეხმაურება „TV-პირველი“-ს გადაცემა „რეაქცია“-ში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან შს მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუს

„რა ვიხილეთ გუშინ TV-პირველზე? შავი ძაძებით შემოსილი გრიგოლია მისი პლინტუსს ქვემოთ დასული ჟურნალიზმ-ურნალიზმით და ამის თმენის ვალდებულებით აღჭურვილი გახარია!“

უ ც ხ ო : პრეზიდენტ ზურაბიშვილთან წარმოუდგენლად უტიფრულ-მდაბიური საქციელის შემდეგ, საერთოდ არ ვუყურებ ამ ქალს! არც არასოდეს გამიჩნდება მისი ეკრანზე ხილვის სურვილი.

...არ ვიცი, ვისი დამსახურებაა, მაგრამ თანამედროვე ქართველი ტელეჟურნალისტი ქალის სტანდარტი ასეთია: ჟურნალისტმა არც ერთი სფერო არ უნდა იცოდეს კარგად, მაგრამ უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ ის ნებისმიერ მის რესპონდენტზე უკეთ ერკვევა ნებისმიერ სფეროში!

უნდა იყოს თავხედი და როცა აღმოაჩენს, რომ რაიმე საკითხის ბაიბურში არ არის, იქეთ უნდა შეუტიოს და გაუმართოს გულის გამაწვრილებელი კინკლაობა!

არც ერთი ფრაზა არ უნდა დაამთავრებინოს რესპონდენტს -- განუწყვეტლივ უნდა ჩაეჩხიროს მის საუბარში და ილაპარაკოს რესპონდენტთან ერთდროულად, ორ ხმაში, სანამ არ გააჩუმებს!

უნდა ჰქონდეს ამნეზია: რაც არ აწყობს, არაფერი არ უნდა ახსოვდეს!
...........
არის ორიოდე გამონაკლისიც ამ სტანდარტიდან, მაგრამ ეს გამონაკლისი მხოლოდ ამტკიცებს წესს.
4 წლის უკან