"გიორგი გახარია ცდილობს განხეთქილება შეიტანოს დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობებში"

"ნაციონალური მოძრაობა" გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მასთან ერთად პარლამენტიდან ელჩებიც ადევნებდნენ თვალს. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ცდილობს განხეთქილება შეიტანოს დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობებში.

„ეს არის ძალიან საშიში რამ რაც მან განაცხადა. იმიტომ, რომ პირველი, რა თქმა უნდა ეს არის რაღაც მცდელობა ამოეფაროს ვიღაცის კალთას, დიპლომატების კალთას. მისი განაცხადი, რომ თითქოს დასავლეთის ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ იქ როდესაც ის არბევდა დემონსტრანტებს, ეს არის პირდაპირ მცდელობა, რომ განხეთქილება შეიტანოს სწორედ ამ ურთიერთობებში და გარკვეულ წილად გაუცხოება გამოიწვიოს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებსა და დემოკრატიულ ძალებს შორის ქვეყანაში. და ეს მას რა თქმა უნდა არ გამოუვა იმიტომ, რომ ამ ტყუილებს არავინ არ ჭამს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სოციალისტი ის მიტინგს არ არბევდა. პოლიცია იგერიებდა თქვენს მიერ ორგანიზებული ჯგუფების პარლამენტში შეჭრის მცდელობებს.
4 წლის უკან