„რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა ამაზე მეტი?“

 „რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა ამაზე მეტი?“

შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ იყო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება კაცმა თავს უფლება მისცეს მთელს საზოგადოებას შეაფურთხოს და შეურაცხყოფა მიაყენოს, - ასე შეაფასა გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

"გუშინდელ ინტერვიუში გიორგი გახარიას სახელი და გვარიც არ უთქვამს სწორად, არც თავისი და არც გადაცემის წამყვანის. ამდენი ტყუილი, ამდენი ცილისწამება, ამდენი ბოღმა, ამდენი სისულელე, ამდენი უვიცობა... ცხოვრებაში არ მინახავს. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ინტერვიუთი გამოვიდოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და საზოგადოებაში კიდევ დარჩებოდა ვინმე, ვისაც დარჩებოდა შეკითხვები - პირველი არის თუ არა ეს ნორმალური ადამიანი?! - მე მგონი, ეს არ არის ნორმალური ადამიანი. მეორე: რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა ცხოვრებაში უკისრია?! - მე მგონი არა", - ამბობს ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი და მას მოუწევს ციხეში ჩაჯდომა. ლევან ბერძენიშვილმა გახარიასა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს შორისაც გაავლო პარალელი.

„ყველაზე მთავარი ისაა, რომ ის არამარტო გადადგება, არამედ ციხეში ამოლპება. ამის გარანტიას მე, უბრალო ადამიანი ვიძლევი. ამაზე მეტი რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა?! ან საერთოდ რა მეტ დანაშაულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! კაცი იმასაც კი არ კისრულობს, რომ თავისი დანაშაული სხვამ გამოიძიოს და ახლა ადარებენ 2007 წლის მოვლენებს. შევახსენებ, რომ 2007 წელს სააკაშვილი მაშინდელი პრეზიდენტი და პირველი პირი გადადგა. ახლა მარტო გახარია კი არა მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს. მაგრამ მთავრობას ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს ბახტაძის სახით, რომ მისი გადადგომა არავის აინტერესებს ან სად უნდა გადადგეს ბახტაძე? - სადაც არ ხარ, იქიდან ვერ გადადგები. აი, გახარიას კი აქვს რეალური ძალაუფლება და ამ სკამს არის ჩაბღაუჭებული. ეს არის მანიაკი, რომელიც ქადაგებს ბოროტებას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

Maverick ლევან თავზე ხელი გადაისვი, რამოდენა ყ.ები გაქვს ამოსული, შე მართლა ყ.ეო!

გახარია ითხოვდა 2 გვამს, მომტანს პრემიებსაც პირდებოდა... თუ მერაბიშვილი?!

შენ დიდი გაიძვერა ძუკნა და მინიატურული ნეხვის ჭია ხარ!!!
4 წლის უკან