„რუსეთის პრეზიდენტს – გაეჭედა!”

„რუსეთის პრეზიდენტს – გაეჭედა!”

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ისტორიის ფოლიანტებში უგზო-უკვლოდ ხეტიალი პოლიტიკაში მყოფ ადამიანს სოლიდურობის ნიშანწყალს უსპობს და უაზრობების დეკლარაციამდე დაჰყავს… სწორედ ეს დაემართა რუსეთის პრეზიდენტს – გაეჭედა!

ზოგადად სიყალბე და კერძოდ, ისტორიული სიყალბის ქადაგება სისუსტის ნიშანია და უკიდურესად აკნინებს ადამიანს, გინდ რუსეთის პრეზიდენტი იყავი, გინდ კონგოს პრემიერ-მინისტრი და გინდ გონებადაბნელებული სადღაც უაზროდ ორიენტირებული ქართველი”,  – წერს გიორხელიძე.