გიორგი გახარიას

გიორგი გახარიას "რეაქციაში" ინტერვიუ ტელეკომპანიასთან საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება

შს მინისტრ გიორგი გახარიას დღეს, ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებზე პასუხის გაცემა, შესაძლოა ტელეკომპანიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მოუწიოს.

როგორც "2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები "ტვ პირველის“ შენობის წინ შეკრებას გეგმავენ, სადაც "გავრილოვის ღამის“ შემდეგ შს მინისტრი გიორგი გახარია, მედიაში პირველად გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე 22 დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 22 დღეა დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

#სირცხვილია - ასე ქვია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროტესტს, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.

სოციალისტი რა უნდა, რისთვის მიდის ამ გველგესლათა საბუდარში?!
4 წლის უკან