40 ათას ხელფასიანი ნიკა გვარამიას გლეხები ფეხებზე ჰკიდია

40 ათას ხელფასიანი ნიკა გვარამიას გლეხები ფეხებზე ჰკიდია

ნიკა გვარამია,  რუსთავი-2 და ნაცმოძრაობა არიან ხალხის მტრები, აღნიშნა მევენახე თენგიზ დათუნაშვილმა (ყვარელი)  „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მიერ ქართველი მეღვინეების მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე. ნიკა გვარამიამ გადაცემაში „აქცენტები" შემდეგ რამ აღნიშნა: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია".

„ჩემი ინფორმაციით ნიკა გვარამიას ხელფასი თვეში 40 ათასამდე აქვს და მაგას არც ღვინო აინტერესებს, არც ქვეყანა, ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად, მაგ „ფაშისტებს" ხელისუფლებაში მოსვლის მეტი არფერი აინტერესებთ. ამ ხელისუფლების სისუსტე იქნება, თუ ამათ ეს შერჩებათ. ღვინის ქვეყანა ვართ ჩვენ, ქვეყანამ ამ დღეებში დანის წვერზე გაიარა. ცხოვრება წინ მიდის, მართალია ნელ-ნელა, მაგრამ წინ წავიდა, ვშრომობთ, ვწვალობთ და მაგათ ამ ყველაფრის დანგრევა უნდათ, რევოლუციით დაბრუნება უნდათ" - აღნიშნა მან. მისი თქმით, ბოლო წლებში სოფელში ახალი ვენახები გაშენდა,  დარეგულირდა მევენახეებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობები. „ყვარელში ადგილი არ დარჩა რომ ვენახი არ იყოს გაშენებული, უკვე ვიცით სად და დაახლოებით რა ფასად ჩავაბარებთ ყურძენს,  რომ გადაიკეტოს რუსეთი უცებ სად წავიღოთ ყურძენი და ღვინო? რუსეთში ჩვენს ღვინოს რეკლამა არ სჭირდება, სხვა ქვეყნებში კი ამას ძალიან დიდი დრო და ფული სჭირდება. მეღვინეების შრომაში უნდა რომ „ჩააფსას" ნიკა გვარამიამ? მოვიდა იმის დრო, რომ ან ეგენი და ან ჩვენ, მშრომელი ხალხი" - აღნიშნა თენგიზ დათუნაშვილმა.