თემურ ჭყონია პოლიტიკაში მიდის?! - რა ფორმით აპირებს ბიზნესმენი აქტიურობას?

თემურ ჭყონია პოლიტიკაში მიდის?! - რა ფორმით აპირებს ბიზნესმენი აქტიურობას?

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის გარდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე გამოჩენას კიდევ ერთი ბიზნესმენი თემურ ჭყონია გეგმავს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი ამ ეტაპზე საკუთარ გეგმებზე ღიად არ საუბრობს, თუმცა ამბობს, როგორი იქნება  მისი აქტიურობა  ჯერ  ჩამოყალიბებული არ არის.

„თაობა, რომელიც სჭირდება საქართველოს განვითარებას, უნდა იყოს სხვა მენტალიტეტით დატვირთული და აბსოლუტურად სუფთა. ჩემი აქტიურობა ამ საქმეში არ იქნება პოლიტიკაში მოსვლით, ჩემი აქტიურობა როგორი იქნება, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული“,- განუცხადა თემურ ჭყონიამ „პრაიმტაიმს“.

ბიზნესმენის თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში ის მამუკა ხაზარაძის გვერდით იქნება.

„მამუკა ხაზარაძემ შეიძლება ისეთი გუნდი შექმნას, სადაც იქნებიან ეკონომისტები, პოლიტიკოსები და ის თაობა, რომელსაც შეუძლიათ საქართველოს ეკონომიკაზე და პოლიტიკაზე იმოქმედოს სერიოზულად. თუ გადახედავთ მამუკა ხაზარაძის ბიზნესში მოღვაწეობას, მიხვდებით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმები, რომელსაც მამუკა ხაზარაძე უძღვება, ყოველთვის არის შედეგიანი.  თუ მამუკა ხაზარაძე შემომთავაზებს, რომ მოძრაობისათვის საჭირო ვიქნები, რაღაც მიმართულებით ვიქნები მის გვერდით“, - აცხადებს ბიზნესმენი.