რუსმა ჟურნალისტმა პუტინის სიტყვა გაშიფრა:  თუ გააგრძელებთ, მზად ვართ თბილისის გუბერნიად გაქციოთ

რუსმა ჟურნალისტმა პუტინის სიტყვა გაშიფრა: თუ გააგრძელებთ, მზად ვართ თბილისის გუბერნიად გაქციოთ

„მე წავიკითხე პუტინის გამოსვლა ასე - საქართველო, ჩვენ მზად ვართ ისევ გაქციოთ თბილისის გუბერნიად თუკი ასე გააგრძელებთ“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კომენტარს საქართველოს შესახებ, ცნობილი რუსი პუბლიცისტი და რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო.

„როდესაც ტიფლისის გუბერნიად მოიხსენია საქართველო, მან ქართველებს ერთ-ერთი ყველაზე შეურაცხმყოფელი ისტორიული მოვლენა შეახსენა, როდესაც მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველო რუსეთისკენ წავიდა, რათა თავი დაეცვა ირანისგან და ოსმალეთისგან, რუსეთმა აიღო და გააუქმა ჯერ ქართული ეკლესია, ქართული სახელმწიფოებრიობა, მერე კიდე დაშალა ეპარქიებად“, - ჰყვება შევჩენკო.

პუბლიცისტის აზრით, პუტინი ისტორიის წიგნებს არ კითხულობს და ამ ყველაფერს ვიღაც უყვება, რაც რუსეთის ლიდერს უფლებას აძლევს ილაპარაკოს საქართველოს შესახებ მსგავსი დამოკიდებულებით. შევჩენკოს აზრით, ისტორიის მოყვანა როგორც მაგალითის, დღევანდელ დროს საფრთხილო საქმეა.

„დღეს იმპერიული პოლიტიკის მოყვანა, როგორც მაგალითის, ეს მუქარაა. მისი გამოსვლა, პუტინისეული გამოსვლა იყო - მათრახი და თაფლაკვერი, თაფლაკვერი ესაა, რომ მას არ სურს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო მათრახი - ქართველები ვერ ნახავენ ოსეთს და აფხაზეთს და თბილისის გუბერნია არ გახდნენ შემთხვევით“, - აცხადებს შევჩენკო.

 

უ ც ხ ო :
ა, ზუსტად ამას არ ვწერდი აქ წინა დღეს? -- სტალინისაგან განსხვავებით, პუტინი არ არის "მკითხველი კაცი" და ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რა ჯურის, რა ეთნოსის ადამიანები მუშაობენ მასთან "კარის ისტორიკოსებად"!.. რა ანტიქართულ, იმპერატორისთვის ხელსაყრელ რა ვარიაციებს სთავაზობენ წარსულის თემებზე!..
მას კი ძალა აქვს და ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა სულაც არ სჭირდება.
5 წლის უკან