300 წლის წინ სახელმწიფო მოღვაწემ სულხან-საბა ორბელიანმა მიუკაკუნა ევროპას კარზე, 300 წლის შემდეგ ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა

300 წლის წინ სახელმწიფო მოღვაწემ სულხან-საბა ორბელიანმა მიუკაკუნა ევროპას კარზე, 300 წლის შემდეგ ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა

300 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო მოღვაწემ, სულხან-საბა ორბელიანმა მიუკაკუნა ევროპას კარზე. 300 წლის შემდეგ ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო კვლავ იბრძვის ევროკავშირის წევრობისთვის და მას ესაჭიროება დიდი დახმარება ამ გზაზე.

„300 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო მოღვაწემ, სულხან-საბა ორბელიანმა მიუკაკუნა ევროპას კარზე. მას ჰქონდა ოცნება, რომ დაეცვა საქართველოს სუვერენობა, მისი დამოუკიდებლობა, ამიტომ იგი ითხოვდა ევროპისგან ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებას ქვეყნის გადარჩენისთვის. მაგრამ 300 წლის შემდეგ ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა. საქართველო კვლავ იბრძვის ევროკავშირის წევრობისთვის და მას ესაჭიროება დიდი დახმარება ამ გზაზე. ჩვენ დღეისთვის ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მე-10 წლისთავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ჩვენ გამოვიყენეთ მთელი პოტენციალი ამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის, რათა წინ წაგვეწია ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხები, განათლების და დემოკრატიული ტრანსფორმაციის. ფაქტიურად, ეს პროგრამა გამოდგა ეფექტური ინსტრუმენტი საქართველოსთვის, რომ მიახლოვებოდა იგი ევროკავშირის წევრობას. ჩვენ საკმაო დროულად შევძელით ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და იმპლემენტაცია. ჩვენ არ შეგვიჩერებია წინსვლა მას შემდგომ არც ერთი წუთით. კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, ჩვენ შევძელით საკმაოდ რთული საპარლამენტო სისტემის შექმნა მმართველობისა ქვეყანაში, ჩვენ საკმაოდ შესანიშნავი წარმატებები გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე და მოვახერხეთ გაცილებით მეტად ინტეგრაცია მსოფლიო ბაზრებზე. 4 ტალღა გაიარა საქართველოს სასამართლო რეფორმის და ჩამოვაყალიბეთ სისტემა, რომელიც არის აღსავსე პასუხისმგებლობით და ანგარიშგებადი ხალხის წინაშე. ჩვენ არსებითად შევცვალეთ ადგილობრივი მმართველობის პოტენციალი და განვავითარეთ იგი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სოციალისტი რა გვინდა მაგ ლგბტ ევროპაში?!
5 წლის უკან