"მეხუთე კოლონა და მტრები აქციის მონაწილეებს არა, ნაციონალურ მოძრაობას ვუწოდე"

მმართველი პარტიის დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მეხუთე კოლონა და მტრები ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს უწოდა და არა აქცია „სირცხვილიას“ ყველა მონაწილეს.

„ყოველგვარი ორაზროვანების თავიდან ასაცილებლად თუ რა ვთქვი დღეს პოლიტმეტრში: ნაციონალური მოძრაობა არის მეხუთე კოლონა და ამ ქვეყნის მტერი, და ისინი უნდა მკვეთრად გავმიჯონოთ იმ ახალგაზრდებისგან, რომელიც დგანან და ასევე მოითხოვენ გახარიას გადადგომას“ - წერს აკაკი ზოიძე

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია პირველის ეთერში წამყვანმა, ნინო ჟიჟილაშვილმა დეპუტატს სთხოვა შეეფასებინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი იყო კრიტიკული საკუთარი მოსახლეობის და აქციის მონაწილეების მიმართ, რაზეც ზოიძემ უპასუხა:

„არანაირი მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას“.