დღევანდელი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს

დღევანდელი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს

“ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დროს იმდენი რამ ხდება, რომ არც კი ვიცი რომლით დავიწყო. ერთის მხრივ ვხედავთ, ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ინტერესებთან და მზად არის ვიწრო პარტიულ ინტერესებს შეწიროს როგორც სახელწიფო, ასევე ქართველები” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრი”-ს ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ  Marshalpress.ge-ს განუცხადა.

“მეორე მხრივ ვხედავთ პასუხიმგებლიან ხელისუფლებას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რომ ქვეყანა დასტაბილურდეს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს განვითარება, მაგრამ განვითარება და წინსვლა მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელიც სიტუაციის ესკალაციას ნიკა გვარამიას ხელით ცდილობს.

ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანია, ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდეს არეულობა და არასტაბილურობა, რაც ავტომატურად იწვევს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ჩვენ შესაძლოა ვთქვათ, რომ რუსული ბაზარი არ გვინდა და უნდა დავტოვოთ, მაგრამ ფაქტი ერთია, ამ ეტაპზე რუსული ბაზრის დატოვება შეუძლებელი არის, რადგან დღეს საგარეო ვაჭრობის კუთხით რუსეთი საქართველოს ერთერთი მთავარი პარტნიორია, ხოლო რუსული ბაზრის ნებით ან ძალით დატოვება ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებულ წაუდგენელ დარტყმას ნიშნავს, რომელიც დაახლოებით 3-3,5 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

ჩვენ კარგად გვახსოვს რუსული ემბარგო და მისი მწარე შედეგი, მაგრამ ალბათ ბევრს არ გვახსოვს, რომ ემბარგო ცალმხრივი იყო და რუსეთის ემბარგოს პირობებში საქართველო რუსეთიდან დახლოებით 2 მილიარდი ლარის იმპორტს ახდენდა.(იმპორტი ეს არის სხვა ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში ჩადებული თანხა) ამიტომ ვურჩევ ნაცებს სანამ თითს სხვისკენ გაიშვერენ საკუთარ წარსულს გადახედონ და თავი დაანებონ მენტორული ტონით საუბარს.

დღევანდელი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს, აუცილებელია არ ავყვეთ დესტრუქციულ ოპოზიციას და სასწრაფოს მოხდეს სიტუაციის დამშვიდება, მინდა მოვუწოდო თითოეულ ადამიანს ვინც დღეს რაიმეს აპროტესეტბს, რომ დავიოკოთ ემოციები, გავიაზროთ ვის მხარეს ვართ და ვის თამაშს ვთამაშობთ, არ გავხდეთ სათამაშო ოპოზიციის ხელში და ნუ ვითამაშებთ თამაშს, რომელიც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

ვისწავლოთ წარსულისგან და ანტისაოკუპაციო მოძრაობის სახელით არ მოვაწყოთ საკუთარი ქვეყნის ოკუპაცია.

ყველას ვერ მოვთხოვთ ეკონომისტობას, მაგრამ გაითვალსიწინეთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 4%-ით შემცირდა, შემცირდა ლარის მსყიდველთუნარიანობა, მთლიანად ჩავარდა ტურისტული სეზონი და ა.შ. ამ ყველაფერში დამნაშავე კი ჩვენ, ყველანი ერთად ვართ, რადგან დავკარგეთ განსჯის უნარი და ნაციონალური მოძრაობის მხარდამხარ ქვეყანა უფსკრულისკენ მიგვყავს!”– აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

amo ჩაუფუჩუნე დიღმელაშილს, წვერებიან გამხდარ ტიპს (გვარს ვერ ვიხსენებ), მშვილდაძეს მარჩვენა ყურში. ზოიძე კიდევ ბოდიშებს, რომ უხდის მაგათ. უმრავლესობა ხომ ვიცით ვინც არიან, მაგრამ უნიათო ხელისუფლების ხელში რა გინდა რომ ქნა.
5 წლის უკან