„ამიტომ, დავხატე მამაკაცები“, - კაცების სამაიას ავტორი ნინო სუხიშვილის წინააღმდეგ

„ამიტომ, დავხატე მამაკაცები“, - კაცების სამაიას ავტორი ნინო სუხიშვილის წინააღმდეგ

ქუთაისელმა მხატვარმა და სამოქალაქო აქტივისტმა ლია უკლებამ კაცებს სამაიას სამოსი ჩააცვა.

როგორც მხატვარი „პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ნინო სუხიშვილმა თქვა, რომ ანსამბლში „გეი" მოცეკვავე არ არსებობს.

„ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც ანსამბლმა სუხიშვილებმა განცხადება გააკეთეს, კონკრეტულად კი ნინო სუხიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ანსამბლში არ არსებობს „გეი" მოცეკვავე. მისი ეს განცხადება ცოტა გაუგებარი და გამაღიზიანებელი იყო. სწორედ ამიტომ, დავხატე მამაკაცები, რომლებიც ასრულებენ „სამაიას ცეკვას". მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავი იგრძნოს კომფორტულად იმ იდენტობაში, რომელი იდენტობაც მისთვის კომფორტული და მისაღებია. - განაცხადა მხატვარმა ლია უკლებმა.

„კაცები ცეკვავენ სამაიას" - ასე დაასათაურა მხატვარმა მისი ახალი ნამუშევარი.

ცნობისვის, ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორმა, ლევან აკინმა გამოცემა The Guardian-თან განაცხადა, რომ ანსამბლ „სუხიშვილების" ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა „ფილმს პრობლემები შეუქმნა", „ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ".

thrgg@yahoo.com ქუთაისშიც მომრავლებულან პედერასტები...
5 წლის უკან
thrgg@yahoo.com ნინო მაგარი ხარ, ღირსეულად აგრძელებ შენი წინაპრების საქმეს!!!
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
როგორც წავიკითხე, ამ ფილმის სიუჟეტი ეძღვნება ქართველი მოცეკვავე მამათმავლების ურთიერთ ტრფობას...
და თუ მანდ არ აცეკვა ნინომ თავისი ბიჭები, ყოჩაღ! -- კიდევ ერთხელ ჩემი დიდი პატივისცემა მას!
5 წლის უკან
სოციალისტი ახლა ამ ლია უკლებას დედა, მამა , ქმარი , შვილი, და-ძმა, მეზობელი, ნათესავი ყავს?! არა არ ყავს! მაგან ბოლოს ფუნჯი რომ აიღო ყველანი დახოცა და მიცვალებულებიც საგინებელი გახადა!
5 წლის უკან