ბოინგებით ემიგრანტების ჩამოსვლა ჩაიშალა

ბოინგებით ემიგრანტების ჩამოსვლა ჩაიშალა

გიორგი სიგუა მოძრაობას “ერთად სახლში”-ს ხელმძღვანელი აღარ არის და ორგანიზაცია ამ პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

“აღარ ვხელმძღვანელობ ერთად სახლში – ს. ორგანიზაციის წესდების თანახმად , თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მოადგილე (მიხეილ ყაფლანიშვილი) ჩატარდება არჩევნები ხელმძღვანელის ასარჩევად და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ქართველი თანამემამულეების ამ ფანტასტიურ გაერთიანებას ძალიან დიდი მომავალი აქვს და თავის ომახიან სიტყვას არაერთხელ იტყვის. ცალკე მადლიერება მინდა გამოვხატო მიხეილ სააკაშვილი ს მიმართ, რომელთან ერთადაც ბრძოლა და მუშაობა უდიდესი პატივი და გამოცდილებაა .

ღმერთმა ნამდვილად დამაჯილდოვა იმით რომ ასეთ ეპოქალურ პლანეტარული მასშტაბის გენიოსთან ერთად პრაქტიკულად ფრონტი გავიარე ევროპაში ფიზიკურად და მთელს მსოფლიოში ვირტუალურად.

ერთი სიტყვით მე ვთვლი რომ მისია შესრულებულია, აწი მაქვს უფლება ჩემს თავს და ოჯახს მეტი დრო დავუთმო.

კიდევ ერთი საჩუქარი გამიკეთა ღმერთმა და მოვხვდი GAIA პროექტში. კარგად დაიმახსოვრეთ ეს 4 ასო , ენერგო ვალუტა იქნება ის რაც გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევს, სამყარო სადაც ენერგია კი არ იყიდება , თავად არის შესყიდვის ინსტრუმენტი , სადაც ადამიანები თავიანთი რეპუტაციის და წესიერების პროპორციულად ცხოვრობენ სხვებზე უკეთ და არა მატერიალური კაპიტალის გამო.

მოკლედ…. გაია პლანეტა და ენერგო ვალუტა დაიმახსოვრეთ , მთელს მსოფლიოში რომ გაჟღერდება მერე გაიხსენებთ .

მიშას და “ერთად სახლში” ს უძლიერესი და ულამაზეს გუნდს დიდი წარმატებები და გამარჯვება. მე სადაც დამიძახებენ იქ მივალ რიგით ჯარისკაცად ყოველთვის”- აცხადებს სიგუა.

გიორგი სიგუა რამდენიმე კვირის წინ ემიგრანტებთან ერთად სამი ბოინგით ჩამოფრენას და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეერთებას აანონსებდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ეს ვიზიტიც ჩაიშალა.

thrgg@yahoo.com ეს ვინღა არის...
5 წლის უკან
უ ც ხ ო : აა, ვეღარ?.. :)))
ე.ი. ტჸუილა არ გლანძღავდნენ ის ემიგრანტები, შეგვიჭამა მოგროვილი ფულებიო!
კარგად მოსვლიათ! - სდიონ ახლა მიშას ქვეყნიდან ქვეყანაში და იძახონ - მიშა ჩემი სიზმარიაო! :)))
5 წლის უკან