"ბატონო ქართველო პოლიტიკოსებო, დროა ილუზიები პრაგმატული მიდგომებით შეცვალოთ"

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ვლადიმირ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აბსურდის თეატრს უწოდებს:

„აბსურდის თეატრი, როგორც ქართული პოლიტიკის ფუნდამენტი, გრძელდება. ბატონო ქართველო პოლიტიკოსებო. დროა ილუზიები პრაგმატული მიდგომებით შეცვალოთ.

ერთადერთი შესაძლებელი სცენარი ორ სახელმწიფოს - აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის ურთიერთობის განვითარებისა, ეს არის ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დაწყება.“- განაცხადა დაურ კოვემ.

thrgg@yahoo.com დათვს ამოფარებული ტურა ესა,,,
5 წლის უკან