პუტინის შეურაცხმყოფელ განცხადებებს "რუსთავი 2"- სახე, ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"არც სახელმწიფო გაქვთ, არც ისტორია, არც ღირსება, ოკუპანტები და სადისტები თქვენ ხართო - ასე გვითხრა ვოვამ და მთელი საქართველოს თავზე და საფლავებზე კიდევ ერთხელ გაიარა! მერე მოწყალებაც მოგვიგდო, სანქციები არ იქნებაო - ჰე, გამოდით ახლა, დაიცავით და მადლობა გადაუხადეთ, სად ხართ?"- წერს ბაღაშვილი.