„პუტინი იქცევა იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა მოიჭერი… დგას ახლა ხელისუფლება და ფიქრობს მოიჭრას თუ არა

„პუტინი იქცევა იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა მოიჭერი… დგას ახლა ხელისუფლება და ფიქრობს მოიჭრას თუ არა"

ექსპერტები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს ახლა მარაოს უნიავებს.

„პუტინი ახლა იქცევა კლასიკური იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა თითი მოიჭერი და დგას ახლა ჩვენი ხელისუფლება და ფიქრობს რა, მოვიჭრა თუ არ მოვიჭრა. ნაწილობრივ უკვე მოჭრილი აქვთ. ნახევარი სისხლი უკვე გამოშვებული აქვთ. პრეზიდენტის განცხადება ეს არის პოლიტიკური დირექტივა. მათ შორის დელეგაციებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისტორიის გადაწერა ხდება პოლიტიკური მიზნით. სამწუხაროდ, ნახეთ რა გააკეთა პუტინმა, ერთის მხრივ დაკიდა სანქციები და მეორეს მხრივ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე. გვითხრა ესეთი რაღაცა რომ არ გინდათ სანქციები?! თუ არ გინდათ მაშინ თქვენ კი არ ხართ ოკუპანტები და დესერტად კიდევ მიირთვით ის რომ ოსების გენოციდი ჩაგიტარებიათ თურმე. აი ეს მოჰყვა რას, ეს მოჰყვა იმას, რომ ხელისუფლებამ მოახდინა შიშის დემონსტრირება რასაც შედეგად მოჰყვა პუტინის ამ ტიპის საკმაოდ კარგად გააზრებული მასტერკლასი საქართველოს ხელისუფლებისთვის,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Maverick ეს ექსპერტი კი არა ტრიპერია, რომელიც ცუდად აქვს აკიდებული ქოცნებას, თუ მკურნალობა არ ჩაუტარდა მალე სიფილისში გადავა!
5 წლის უკან
სოციალისტი ეს ასე რასაც წერს სულაც არ ფიქრობს! ვინც მეტს გადაუხდის რასაც ის ეტყვის იმისკენ გადაიხრება და ისე დაწერს. ახლა პუტინმა რომ შემოუთვალოს და კარგ ანაზღაურებას დაპირდეს, ხვალ დილიდანვე გადააბრუნებს პლასტინკას და საპირისპიროდ აყვანჩალდება! სხვისი ჯიბეების ექსპერტია ანუ ჯიბგირი!
5 წლის უკან
გამი რას ბოდავს ეს იდოტი? ეს მე მგონი, თავისი საყვარელი ბაბილონის გოდოლიდან გადმოვარდა და თავით დაასკდა! უბედურება ის არის, რომ ეს აშენებს ბაბილონის გადოლს ჩვენს გარშემო... უნამუსო!
5 წლის უკან