ვლადიმერ პუტინმა გაბუნიას

ვლადიმერ პუტინმა გაბუნიას "ტოპკა" კარგად აუგდო

პოლიტიკის ესპერტი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS“ - თან აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  ქართველ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას “ტოპკა  კარგად აუგდო“. მისივე თქმით, გაბუნიას განცხადების შემდეგ პუტინმა ქართველ საზოგადოებაში სიმტათია დაიმსახურა.

“პუტინმა გაბუნიას ტოპკა კარგად აუგდო. გაბუნიამ ანტირუსული განცხადება კი გააკეთა, მაგრამ პუტინისგან პროპუსული პასუხი მიიღო.  გიორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადების შემდეგ, საქართველოში პუტინმა უფრო მეტი სიმპათია დაიმსახურა, ვიდრე თავად ტელეწამყვანმა“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ ეთერში უხამსი სიტყვებით მოიხსენია.