რუსეთის ბაზრის დაკარგვა დააზარალებს საქართველოს მეღვინეობას

რუსეთის ბაზრის დაკარგვა დააზარალებს საქართველოს მეღვინეობას

შპს „გრუზვინპრომის" დირექტორი, მამუკა ფოთოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზრის დაკეტვით, დიდი ზარალი მიადგება ქართულ მეღვინეობას. აღნიშნული შეფასება მან „რუსთავი 2"-ის გენერალურის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე გააკეტა, სადაც მან გადაცემაში „აქცენტები" აღნიშნა შემდეგი: „პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია".

„განცხადების ავტორი (ნიკა გვარამია), საერთოდ აზრზე არ არის ამ სისტემის და მეღვინეობის დარგში რა ხდება. ის ფიქრობს, რომ მან იცის სად არის კარგი ბაზარი და სად არა, და ეს ჩვენ არ ვიცით?  მისი ამ განცხადებებით, ყველაზე მეტად დაზარალდება ქართული სახელმწიფო, შემდეგ მშრომელი გლეხი და უკვე მეღვინეობის დარგი, რომელიც ამჟამად საკმაოდ განვითარებულია" - აღნიშნა მამუკა ფოთოლაშვილმა.