რუსეთუმე მაქარაშვილი?  - POSTV ანალიტიკა (ვიდეო)

 რუსეთუმე მაქარაშვილი?  - POSTV ანალიტიკა (ვიდეო)

ვინ არის და რას საქმიანობდა წარსულში გიგა მაქარაშვილი? - ინტერნეტტელევიზია POSTV პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესრო აქციის ორგანიზატორის და სპიკერის მოღვაწეობით დაინტერესდა.

„ეს პრესკონფერენცია 2013 წელს ჩატარდა. მარჯვნივ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მინდია გულუაა, რომელმაც რუსულ პოლიტიკაში სცადა ბედი. 2011 წელს საქართველოში ის პრორუსულ პარტია „განახლებული საქართველო" აფუძნებს.

სააკაშვილის ხელისუფლება სდევნიდა ამ პარტიას და მის წევრებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მინდია გულუა ქვეყნიდან გააგდეს.

2013 წელს გულუა  საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ მოღვაწეობას ანახლებს. მის გვერდზე კი გიგა მაქარიშვილია. იმ დროს ის მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერი იყო და საზოგადოებასთან ურთიერთობასაც ის კურირებდა. დღეს გიგა მაქარაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და სპიკერია" - ამბობს POSTV.