“ჩამოყალიბდი – შე ნაძირალა! არ გასწავლეს KGB-ს ჯარებში ლეგენდის მნიშვნელობა?” – კოკა ყანდიაშილი მიხეილ სააკაშვილს (ვიდეო)

“ჩამოყალიბდი – შე ნაძირალა! არ გასწავლეს KGB-ს ჯარებში ლეგენდის მნიშვნელობა?” – კოკა ყანდიაშილი მიხეილ სააკაშვილს (ვიდეო)

კოკა ყანდიაშვილი facebook-ის პირად გვერდზე პოსტს წერს, სადაც მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

“სააკაშვილმა, წუხელ მეასედ შემრაცხა რუსეთის ჯაშუშად. ამჯერად დააზუსტა – ვიცი ბავშვობიდან დაავერბოვკეს, ოჯახში პრობლემების გამოო…

ზუსტად თუ იცოდი, რას მეძმაკაცებოდი?

მაქებდი, მადიდებდი, დითირამბებს მიმღეროდი?

ან რატომ არ დამიჭირე?

ან რუსებმა, მთლად ბავშვობაში დავერბოვკებული აგენტის ისტორია გაგანდეს?

და თუ გაგანდეს – ისევ აგენტი როგორ ვარ?

ჩამოყალიბდი – შე ნაძირალა! არ გასწავლეს KGB-ს ჯარებში ლეგენდის მნიშვნელობა?

მე ყოველთვის ვიყავი საქართველოს “აგენტი”, ვარ და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე!

შენ კი მიშა, ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები საქართველოს დაუძინებელი მტერი!” – წერს კოკა ყანდიაშვილი