აი, ედუარდ შევარდნაძე რომელი ხართ?! ედუარდ შევარდნაძე! – უხერხულად იჭინთება მიშა მშვილდაძე, რადგან 20 ივნისი ხომ 9 აპრილის ანალოგიაა

აი, ედუარდ შევარდნაძე რომელი ხართ?! ედუარდ შევარდნაძე! – უხერხულად იჭინთება მიშა მშვილდაძე, რადგან 20 ივნისი ხომ 9 აპრილის ანალოგიაა

მოძრაობა დაიცავი საქართველოს ყოფილი ლიდერი კახა მიქაია ფეისბუქზე წერს:

“ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა”…

დიახ, იუკადრისა,

დიახ, იუკადრისა ნიკანორ მელიამ თაგვობა და მოუნდა, მოუნდა გაფრენა!!!

გაფრინდა კიდეც!!!

მას უქებენ სპიჩს, მას უდგებიან თავდებში, მას უვიწყებენ წყენას, ახლობლებთან, თანამებრძოლებთან გულისამაჩუყებელი დამშვიდობებების შემდეგ, თითქოსდა დასაპატიმრებლად გამზადებულ მელიას სასამართლო თავად მელიას გასაკვირად ტოვებს გარეთ!

სასამართლოს გადაწყვეტილებით ცოტათი დაბნეული, ცოტათი გულგატეხილი, მაგრამ საბოლოოდ გახარებული მელიას მომხრეების, სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების ჟრიამული კი ცის კაბადონს წვდება და იბადება ახალი მრავალფეროვანი საქართველო, რომელიც, გინდა- არგინდა იმ სავარძლიდან იღებს სათავეს, რომელშიც ზვიად გამსახურდია იჯდა და უცებ გავრილოვი ჩასკუპდა…

პარლამენტის წინ, იმ ადგილიდან, სადაც 9 აპრილის ღამეს მერაბ კოსტავა მართლაც დაუვიწყარი სიტყვით მიმართავდა არა მხოლოდ მიტინგის მონაწილეებს, არამედ ქართველი ერის წარსულს, აწმყოს და მომავალსაც, დღეს სწორედ იმ ადგილიდან, უხერხულად იჭინთება მიშა მშვილდაძე, რადგან 20 ივნისი ხომ 9 აპრილის ანალოგიაა… გახარია ხომ როდიონოვია, ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, ჯუმბერ პატიაშვილი და პუტინი კი – გორბაჩოვი!!!

აი, ედუარდ შევარდნაძე რომელი ხართ?! ედუარდ შევარდნაძე!

იქნებ ყველანი ერთად ან თითოეული ცალ – ცალკე!!! “

ქართული ეროვნული იდეის პროფანაცია კვლავ წარმატებით გრძელდება.

კვლავ თავისებურად იწერება ჩვენი ქვეყნის ისტორია და კვლავ, ეს მერამდენედ, რუსთაველზე იბადება ახალი საქართველო!!!” – წერს მიქაია

 

სოციალისტი ცხვირწალდა მძორი!
6 წლის უკან
გამი იჭინთება ეს საქონელი, იჭინთება... პამპაერსი ჩააცვით, თორემ აქოთდა იქურობა!
6 წლის უკან