ანალიტიკოსი ნანა დევდარიანი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელსაც ნაცმოძრაობა აყენებს.
"ყველაფერი გააკეთეს ნაციონალებმა და მისმა ანასხლეტებმა, წარმომიდგენია როგორ უნდათ იმ ფრაზის არ იყოს “ორი გვამი მჭირდებაო”, ამ აქციაზეც რომ ასე ყოფილიყო და საბოლოოდ გადაჩეხილიყო ქვეყანა სრულ ქაოსსა და განუკითხაობაში, თუმცა ასე არ გამოვიდა.
დაუკვირდით, ორ მინისტრს ებრძვიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ესენი არიან თეა წულუკიანი და გიორგი გახარია, რადგან სწორედ მათგან იღებენ ადეკვატურ პასუხებს. ამაშიც კბილს უსინჯავენ ხელისუფლებას. ახლა თუ გახარია გადადგება ან ეტყვიან, რომ გადადგეს, ჩათვალონ რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წასწიეს ნაცმოძრაობა”– განაცხადა ნანა დევდარიანმა “ობიექტივის” ეთერში.