"მელიას დაკავება ან გამოშვება საპროტეტსო მუხტს ვერ ჩააქრობს, საპროტეტსო მუხტს ჩააქრობს გახარიას გადადგომა და იმ ადამიანების დასჯა, ვინც იმ ღამეს დანაშაული ჩაიდინა"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
ცნობისთვის, ბრალდების მხარე ნიკა მელიას 20 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატობის იმუნიტეტიც მოუხსნა.
"არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ორგანომ დამოუკიდებლად მიიღო, აქ იყო სხვა საქმე, ივანიშვილს დაურეკა ისეთმა ვიღაცამ, ანუ მან მიიღო მკაცრი მესიჯი დასავლეთიდან ან აშშ-დან, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასდებოდა. არადა განზრახვა იყო ნიკა მელიას დაპატიმრება, რაზეც მიანიშნებს ის, რომ ივანიშვილმა 9 საათზე შეყარა სასწრაფოდ დეპუტატები და მოუხსნეს იმუნიტეტი.
"ამით, იმის თქმა მინდა, რომ გუშინ ბიძინას უნდოდა მელიას დაპატიმრება, ახლა აღარ არის საჭირო, ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, ამ ეტაპზე, მელიას დაპატიმრება აღარ შედის. ეს არის მექანიზმი და ის რეალობა რაც გვაქვს.
"რაც შეეხება საპროტეტსო მუხტს, მას ვერც მელიას დაკავება ან გამოშვება ჩააქრობს. საპროტეტსო მუხტს ჩააქრობს გახარიას გადაგომა და იმ ადამიანების დასჯა, ვინც დანაშაული ჩაიდინა"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ზურაბიშვილმა.
მავნე, გადაჯიშებული, მაქცია!