დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, პოლიტიკური მკვლევარი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ვინ აფინანსებს ამ მიტინგებს? თან საკმაოდ ორგანიზებულს, ჩანს რომ ფული იხარჯება. საიდან??? – მე ვიცი რა ჯდება მიტინგის შენახვა ერთი დღე – ძალიან ძვირი. ვინმე ქველმოქმედია და სამშობლოზე შეტკივა გული? – რა თქმა უნდა არა!!! ესე იგი ისევ და ისევ ხალხის გაბითურება. იქ, სადღაც ვიღაც ზის, ფულსაც იხდის და სამაგიეროდ ითხოვს. რაც მთავარია, იბრძვის ხელისუფლებისთვის. ნუ დამიწყებთ კამათს, პოლიტიკა ჩემი სფეროა და მსგავსი მაგალითებით სავსეა ისტორია. შედეგი ყოველთვის იყო ერთი – გულანთებული ხალხის გამოყენებით ხელს ითბობდნენ ნაძირლები, რევოლუციონერები დარევანშისტები. რა, დღეს სხვა რამ ხდება?”, – წერს ჩიბურდანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
პარლამენტთან აქცია მერვე დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ამ ეტაპზე ორი დაკმაყოფილებულია.
აქცია ხვალ, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან განახლდება.