სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი შს მინისტრის ჟურნალისტებთან შეხვედრას ეხმიანება და წერს:
“მერაბ მეტრეველი – რას ამბობ, როდის გადაუარა ესკორტმა პოლიციელს? ძალით რომ შეუგდეს ბორბლებში, სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი? იმ თეთრ პრადოს 72 ნამდვილი ტყვია რომ ჰქონდა ნასროლი, ეს თუ იცი? და საერთოდ თუ იცი, ვისი მანქანაა? რას აბრალებ? მისი პატრონი 3 დღე-ღამე მორგში ჰყავდათ, გვამზე დაბმული, სადაც მკვდრების შიგნეულობას კატები ჭამდნენ!!! ამასაც გაუძლო და ბოლოს, მას ვინც ახლდნენ, მეგობრები (კაცები), მათი გაუპატიურებით დაემუქრნენ და ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი აღიარა, რაც ჩამოუწერეს!!”
და მერე კიდევ, 2011 წლის 26 მაისს დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, თან ისე, რომ ყველა გასაქცევი გზა გადაუკეტეს! სასიკვდილოდ სცემდნენ უკვე დაკავებულ და ხელებშეკრულ ადამიანებს! ექიმებს არ ატანდნენ დასახიჩრებულებს! საავდმყოფოების შესასვლელებიდან მიათრევდნენ პოლიციებში, ათასობით კაცი დააკავეს , ცემა-ტყეპა და წამება იყო პოლიციის ყველა განყოფილებაში, ზუსტად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით… რას და ვის ადარებ, აბა?! – წერს გიორგობიანი
ის საშინელება, რაზეც ქ-ნი მანჩო გიორგობიანი ყვება აქ, არც ეცოდინება მერაბ მეტრეველს, -- ეს ხალხი მხოლოდ საკუთარ ნაწერს კითხულობს!.. -- ეგერ, შეხვედრაზე, ყველა ერთსა და იმავეს ეკითხებოდა მინისტრს და ისიც იმეორებდა ერთსა და იმავეს... ეტყობა, ერთმანეთის კითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებსაც კი არ უსმენდნენ!
...თან, ყველა რომ ჩააფიჩინდა, ვინ გასცა ბრძანებაო? -- უნდოდათ ისე გამოეყვანათ როგორმე, რომ პარლამენტზე შეტევის აღმკვეთი ბრძანება, ა'პრიორი იყო უკანონო, დანაშაულებრივი!...
ე.ი. პარლამენტის შტურმით აღება ყოფილა ლეგიტიმური და ახლა ეს ჟურნალისტები გახარიასთან არკვევდენ, თავისი უკანონო ბრძანებით, ვინ ოხერმა შეუშალა ხელი ამ კარგ საქმეს!
სამარცხვინოა ჩვენი ჟურნალისტიკის დონე! კი, არსებობენ ცალკეული კარგი ჟურნალისტები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, გამონაკლისი რომ წესს ადასტურებს მხოლოდ.