შენ რომ საზღვარგარეთ განათლებას იღებდი, მე გლდანის ციხეში, შუშის იქით ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს… ხმა ჩაიგდე!!!” – ქეთა ხარძიანი თინა ბოკუჩავას

შენ რომ საზღვარგარეთ განათლებას იღებდი, მე გლდანის ციხეში, შუშის იქით ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს… ხმა ჩაიგდე!!!” – ქეთა ხარძიანი თინა ბოკუჩავას

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილი, ქეთა ხარძინი “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მიმართავს:

მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement, არ გაქვს მორალური უფლება ხმას იღებდეთ მტკიცებულებათა მაღალ სტანდარტზე!!!!

თქვენ არ გაქვთ!!!

18 წლის ვიყავი, როდესაც სასამართლოში ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ იდგნენ და იტყუებოდნენ შსს-ს თანამშრომლები თითქოს მამაჩემის მანქანიდან ნარკოტიკი ამოიღეს, სხვა მტკიცებულება მოწმეთა ჩვენების გარდა არ ჰქონდა პროკურატურას წარმოდგენილი, მაგრამ მაინც გაუშვეს უდანაშაულო ადამიანი გლდანის სასაკლაოზე!!! იქ აწამებდნენ თქვენი ჯალათები და ახლა სხედხართ ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში და გვმოძღვრავთ!!!

Tina Bokuchava – თინა ბოკუჩავა შენ რომ საზღვარგარეთ განათლებას იღებდი, იმისთვის რომ ახლა ასე გეწიკვინა, მე გლდანის ციხეში დავდიოდი და შუშის იქით ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს წელიწადი და 10 თვე!!! ხოდა ჩაიგდე ხმა!!! შენც და ყველამ ვინც მაგ ნაგავ ორგანიზაციაში ხართ!!!

საქართველოს მთავრობა | Government of Georgia თქვენ კიდევ აზრზე მოდით!!! დამნაშავეებთან კოჰაბიტაციამ მათზე უარეს დამნაშავეებად არ გაქციოთ!!!”, – წერს ქეთა ხარძიანი სოციალურ ქსელში.