რუსთაველზე აქციის დროს დაშავებული პოლიციელის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ძალიან გამწარებული ვარ!!!
ამ წუთას საშინელი ცილისწამების მომსწრე გავხდი. Rustavi 2 მა თავისი ჩვეული სიბინძურით გაგვანადგურა. როგორც მოგეხსენებათ, გიას თვალი დაუზიანდა, გაუკეთდა ოპერაცია, დღეს თურქეთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რომ მხედველობა შეუნარჩუნონ. მადლობა ჩვენს ექიმებს, მათ მაქსიმალური გააკეთეს.
არ მივცემ უფლებას rustavi2-ს და მის ყალბ ჟურნალისტებს გიაზე ასე ილაპარაკონ. სირცხვილი #ნიკა გვარამია და #ნოდარ მელაძე თქვენი. როგორ გაბედეთ და დაზარალებული სამართალდამცავები როგორ გამოიყენეთ სიბინძურისთვის.
ნიკა გვარამიას პასუხი მოგეთხოვება ამ სიბინძურისთვის!