"მელიას დაკავებით "ოცნება" ცდილობს სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი ძალები"

მელიას დაკავებით "ოცნება" ცდილობს სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, ხოლო ვითარების გამწვავებით სააკაშვილი ცდილობს არ დაუშვას პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება,- ამის შესახებ “შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, მშვიდ ვითარებაში ჩატარებული არჩევნებით ივანიშვილი ძალაუფლებას დაკარგავს ხოლო ამ ძალაუფლებას მიხეილ სააკაშვილი ვეღარ მოიპოვებს.

“მშვიდ ვითარებაში ჩატარებული პროპორციული არჩევნებით ივანიშვილი კარგავს ერთპიროვნულ ძალაუფლებას, ხოლო სააკაშვილი მას ვერ მოიპოვებს. არეულ ქვეყანაში არსებული სისტემით არჩევნების შემთხვევაში კი ან ერთი ინარჩუნებს ძალაუფლებას, ან მეორე იგდებს მას ხელში. შესაბამისად, მელიას დაკავებით ოცნება ცდილობს სააკაშვილთან მიდენოს სრულიად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები; ხოლო ვითარების გამწვავებით სააკაშვილი ცდილობს არ დაუშვას პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმება და მიაღწიოს ჩამოშლილი ოცნების პირობებში ჩატარებული არჩევნებით ძალაუფლების გაფორმებას.

 ეს არ არის ივანიშვილ-სააკაშვილის ერთობლივი გეგმა, მაგრამ ეს ნამდვილად არის მათი ინტერესების თანხვედრა. ვაცხადებ, რომ მე და ჩემი კოლეგები შენების მოძრაობიდან ვართ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომლებსაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაგვაშანტაჟებს და ვერ აგვაცდენს ქვეყნის შენების სწორი გზას. არც მიშას მოვერიდები, როცა ბიძინასთან პროპორციულ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც აქციის დამრბევთა დასჯას მოვითხოვ ნაცმოძრაობასთან ერთად; არც მიშას მოვერიდები, როდესაც პარლამენტში შეჭრის მცდელობას დავგმობ და არც ბიძინას მოვერიდები, როდესაც მელიას დაკავების მცდელობას პოლიტიკურ მზაკვრობას დავარქმევ და რაც მთავარია, ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მომხრე იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებთან, ვისთანაც აღნიშნულ საკითხებზე თანმხვედრი პოზიციები გვაქვს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

სოციალისტი დავით, დავით, ბატონო დავით! შეჩერდით... სულ ერთ წამით და გვითხარით, ძმები გრიმები თვენი წინაპრები ხომ არ იყვნენ??!! რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, ამას პროფესორი ავლიპი ზურაბიშვილი უქმად ბრძნობას უწოდებდა და ფსიქიურ გადახრად მოიაზრებდა!
6 წლის უკან
Maverick papa, მაგას ბ-ნი ავლიპი კი არა რომის პაპის ინდულიგენციაც ვეღარ უშველის, ისე აქვს გარეკილი, ვერ ხედავ რეებს ბოდავს?!

თინიკოს გადაეცით, სადმე ჩეროში გადაიყვანოს, სავარძელში ჩასვას, რომ თავი კვლავ პაერლამენტის თავმჯდომარედ იგრძნოს, ოღონდ ხშირ-ხშირად ცივი შხაპები და ბროწეულის ოყნებიც უკეთოს, რომ გონზე მოვიდეს, ტვინი წაღმა ჩაუდგეს გოგრაში!
6 წლის უკან