კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას თანხმობა მისცეს (ვიდეო)

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას თანხმობა მისცეს (ვიდეო)

საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას თანხმობა მისცეს. 15 მომხრე და 4 მოწინააღმდეგე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კომიტეტმა.

საკითხს პლენარულ სხდომაზე დღეს გაიტანენ და იქ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, შეუჩერდება თუ არა ნიკა მელიას პროკურატურის მიმართვის საფუძველზე იმუნიტეტი.