„ადგილი აქვს, ბრალდების მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დისკრედიტაციას, მტკიცებულებათა დახლეჩას, მათ დაყოფას, არასწორად ინტერპრეტირებას, დამახინჯებული ფორმით წარმოდგენას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელმაც ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე ისაუბრა.
როგორც ის აცხადებს, ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურაში სამ საათზეა დაბარებული, რომელსაც მტკიცებულებები გადაეცემა. „ნიკანორ მელიას მიმართ ბრალდების დადგენილების გამოტანისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო სტანდარტი, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ამით დგინდებოდა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, არამედ მოპოვებული ვიდეომასალით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით“ - აღნიშნა გულუაშვილმა.
მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ აქციაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.
„გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებით, დასტურდება, რომ ნიკანორ მელია გარდა იმ საჯარო მოწოდების, რაც ტრიბუნიდან მეგაფონით განახორციელა, მიტინგზე შეკრებილ ხალხს მოუწოდებდა ნებისმიერ ფორმით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით, პარლამენტში შეჭრისკენ. ამასთან, ერთად, ზღვა ვიდეომასალა, რომელიც ამ წუთებში მუშავდება საგამოძიებო უწყებაში, დეტალურად ასახავს მის უშუალო მონაწილეობას ძალადობრივი ქმედების განხორციელებაში. მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ ტრიბუნის მიღმა მეგაფონის გარეშე ნიკა მელია მიტინგზე მყოფ პირებს მოუწოდებდა ნებისმერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით გამოყენებით პარლამენტის შენობაში შესასვლელად. საქმეში ასევე მოიპოვება ვიდეომტკიცებულები,“ - აღნიშნა პროკურორმა.