“ირაკლი ბათიაშვილი იმისთვის დაიჭირეთ, რომ სვანებს უთხრა:- “გამაგრდით ბიჭებო”, მელიას კი ხელისუფლების დამხობა უნდოდა… პასუხი არ უნდა მოეთხოვოს?!”

“ირაკლი ბათიაშვილი იმისთვის დაიჭირეთ, რომ სვანებს უთხრა:- “გამაგრდით ბიჭებო”, მელიას კი ხელისუფლების დამხობა უნდოდა… პასუხი არ უნდა მოეთხოვოს?!”

პროკურატურის მიერ დეპუტატ ნიკა მელიასთვის წაყენებულ ბრალდებას “ნაციონალური მოძრაობის” დროს მოკლული გიორგი გამცემლიძეს მამა ჯამბულ გამცემლიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ირაკლი ბათიაშვილი იმისთვის დაიჭირეთ გველის წიწილებო, რომ გამაგრდით ბიჭებოო უთხრა სვანებს და ეს “ნაც-ნაძირალა მელიას ხელისუფლების დამხობა უნდოდა და პასუხი არ უნდა მოეთხოვოს?! –  კიდევ ბევრს მოუწევს ნარების ,,ხეხვა,,”, – წერს ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში.

დილიდან ხმაურია პარლამენტში კომეტეტბის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მადატის შეჩერებაზე მსჯელობენ.

ურთიერთბრალდებები ისმოდა ოპოზიციისა და მმართველი გუნდს შორის, რასაც რამდენჯემე მწვავე დაპირისპირებაც მოჰყვა.

პარლამენტში მივიდა ნიკა მელიაც. ის სესიაზე დასწრებას აპირებს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყებამ 25 ივნისს, საკანონმდებლო ორგანოს მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებისთვის მიმართა.

პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გააცნო. პროკურატურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, დღეს მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.რტო საქართველოში შეიძლება მოხდეს -ქათმები მელიას დაპატიმრებას აპროტესტებდნენ!!!