სანდრა რულოვსი ფიქრობს, რომ ნიკა მელიამ “ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვია…”

სანდრა რულოვსი ფიქრობს, რომ ნიკა მელიამ “ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვია…”


რეზონანსი
25.06.2019
(რეზონანსი) შეიძლება მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც გავრილოვის შემოყვანით და გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ეს ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე რაც შუაში მოხდა"- ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურას ნიკა მელიას დაკავების სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს.

"მე საქართველოში აქციის დაშლის დღეს არ ვიყავი და მეორე დღეს ჩამოვედი. მვთვლი, რომ ეს დღევანდელი მთავრობის მიერ ხალხისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის გადაბრალებაა, რაც არ გამოუვა და პოლიტიკური ფიასკოთი დამთავრდება.

აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კოლაბორაციულ მთავრობასთან, რომელმაც შემოიყვანა რუსი დეპუტატი ჩვენს პარლამენტში. ამის გამო, რა თქმა უნდა, ხალხი საპროტესტოდ გამოვიდა და საკანონმდებლო ირგანოში შესვლა უნდოდათ. ეს ყველაფერი ხალხთან ერთად და ხალხის ძალით ხდებოდა. შეიძლება მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც ამის შემდეგ და მანამდე მოხდა, ეს ორივე, რაც გავრილოვის შემოყვანით და მერე რაც გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ეს ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე რაც შუაში მოხდა. მელიას დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ. შეიძლება ეს რაღაც ადმინისტრაციული დარღვევა იყოს ან რამე, მაგრამ რუსი დეპუტატის პარლამენტში შემოყვანა - ეს ღალატია", - განაცხადა რულოვსმა.

 

amo არც წამიკითავს. უხ . . .
6 წლის უკან
სოციალისტი წაბრძანდი ქალბატონო სანდრა თქვენს მეუღლესთან, ოჯახს მიხედეთ!
6 წლის უკან