აქციაზე დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლეს

აქციაზე დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლეს

ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თავისუფალია. ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორი ამავე საქმეზე დაკავებულმა ყველა პირმა დატოვა.

"მას შემდეგ, რაც ჩემი საჩივარი გავიწვიე, პროკურატურამ საჯაროდ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავდა ყველას გათავისუფლების მოთხოვნით. ამით პროკურატურას შერცხვენილი სახის ჩამორეცხვა უნდოდა, მაგრამ ეს გავრილოვის ღამის გადაფარვის უსუსური მცდელობაა", - განაცხადა ბასილაიამ.