"რბილად მოექცნენ მომიტინგეებს, მე მგონია დააკლეს კიდეც" -

„არანაირი ძალის გადამეტება არ იყო, მე მგონია რომ დააკლეს კიდეც. ღმერთმა მომიტევოს ამას რომ ვამბობ, მაგრამ ძალიან რბილად მოექცნენ მომიტინგეებს. ტყვიამ არ იცის თვალი, ფეხი, ხელი...“ - მსახიობი ხათუნა ბოკუჩავა  20 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლას აფასებს.  მისი აზრით, არ უნდა გადადგეს გახარია, არც ირაკლი უნდა გადამდგარიყო.

"ეს ყველაფერი არის პროვოკაცია. ეს იყო ჩაწყობილი „ნაცების“ და „ევრონაცების“ მიერ. ისინი ყველა მიტინგზე ითხოვდნენ გახარიას გადადგომას. არ უნდა გადადგეს გახარია, არც ირაკლი არ უნდა გადამდგარიყო, ტყვიებმა კიდევ არი იცის არც ახლგაზრდა, არც „ოცნება“ არც „ნაცები“ და არც არაფერი. ვთვლი, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა დაისაჯოს უფრო მაღალი ზომებით“, - განუცხადა „პრაიმტაიმთან“ მსახიობმა.