“ჩემი უდიდესი სურვილია, ამ ახალგაზრდებმა შეკრან ახალი ძალა და მოვიდნენ პარლამენტში

“ჩემი უდიდესი სურვილია, ამ ახალგაზრდებმა შეკრან ახალი ძალა და მოვიდნენ პარლამენტში"

“ჩემი უდიდესი სურვილია, იმ ახალგაზრდებმა, ვინც ფიზიკურად დააზიანეს და იმ ახალგაზრდებმა, ვინც დაინახეს, როგორ ესროდნენ სახეში ტყვიებს მათ თანატოლებს შეკრან ახალი ძალა და მოვიდნენ პარლამენტში,ვიცი, არასდროს გაყიდიან ქვეყანას “,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.

“ჩემი უდიდესი სურვილია, იმ ახალგაზრდებმა, ვინც ფიზიკურად დააზიანეს და იმ ახალგაზრდებმა, ვინც დაინახეს, როგორ ესროდნენ სახეში ტყვიებს მათ თანატოლებს და გაქცევა, ფეხის მოცვლა არ უფიქრიათ, უნდა შეკრან ახალი ძალა და მოვიდნენ პარლამენტში შემდეგ არჩევნებზე. თუნდაც ათი ადამიანი იყოს ამის მსურველი. ათი ადამიანი უკვე დიდი ძალაა და თუ მეტი იქნებიან, მით უკეთესი. მხოლოდ მათი მჯერა. ვიცი, არასდროს გაყიდიან ქვეყანას, შეუპოვრები, ღირებულების მატარებლები და ძლიერები არიან. ეს არ ისწავლება და არ შეიძინება. დანარჩენი ყველაფერი წერია წიგნებში. მხოლოდ ერთმანეთს უნდა ენდონ და ნაბიჯ-ნაბიჯ მათი სათავეში მოსვლით გვეშველება ყველას. მათში ვხედავ ამ ქვეყნის მომავალს. მათ უკვე გაიღეს სისხლი საქართველოს თავისუფლებისთვის და უკვე დაამტკიცეს, რომ ერთმანეთს არასდროს დატოვებენ მარტო, ტყვიების პირისპირ. სხვანაირად ამ რაღაც ნულოვანი პროპორციით თუ რაცაა, ყველაფერი იგივე იქნება, ათასი ჯურის ძირნაყარი ავანტიურისტი მოსკუპდება ისევ”,- წერს ფანჯიკიძე.

amo ეს მიამიტური ბრახაბრუხი, მაინც რომელ წიგნებში. მაგალითად, მამათქვენმა რომ დაუტოვათ? შემთხვევით თქვენი ახლობლები ხომ არ დგანან მაგ ბავშვების უკან? დაღუპავთ ქვეყანას.
4 წლის უკან
Maverick ნათია ფანჯიკიძეს!
ჯერ შენ ოჯახში შეკრან ამ ახალგაზრდებმა ახალი ძალა. მოვიდნენ, ღიად ჩააბარე (საკანონმდებლო) მმართველობითი უფლებები, ჩვენ დაგვანახე შენი და შენი ქმარის ჩარევის გარეშე როგორ მიყავთ თქვენი ოჯახის საქმეები და მერე ვიფიქრებთ მათ პარლამენტში არჩევაზე!
4 წლის უკან
უ ც ხ ო :
ქ-ნ ნათიას ლექციებს იმ სფეროში, რომელიც კარგად იცის - ფსიქოლოგიაში - დიდი ინტერესით ვუსმენ ხოლმე ინტერნეტით და ყოველთვის ღრმა პატივისცემა მრჩება მის მიმართ... მაგრამ პოლიტიკის შესახებ თუ საერთოდ არ ამოიღებს ხმას, აჯობებს მისი ავტორიტეტისათვის!
მინდა მჯეროდეს, რომ არ უნახავს პარლამენტზე შტურმის კადრები, რომლებიც "რუსთავმა 2-მა" არ გაუშვა , თორემ არ დაწერდა ასეთ რამეს.

ბმული />
თუ ეს ამაზრზენი კადრები ნანახი აქვს და მაინც ფიქრობს, რომ ესენი, ეს უგუნური "შტურმავიკები" უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამათ უნდა გადაარჩინონ საქართველო, მაშინ, როგორც ჩანს, თვითონ სჭირდება ფსიქოთერაპია და ის დროა, რუსთაველი რომ ბრძანებს - "რა აქიმი დასნეულდეს, რაგინდ იყოს საქებარი..."
ჰოდა, ის დროა, ნახოს "მაჯისა შამტყობარი"!
4 წლის უკან
უ ც ხ ო ბმული
4 წლის უკან