გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლისღვრას

გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლისღვრას

გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლისღვრას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.

მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებით, პროცესებზე გავლენას ახდენდა ოპოზიცია, რომელიც პროვოკაციული მეთოდებით ცდილობდა პარლამენტში შეჭრას და 2003 წლის რევოლუციის სცენარის განმეორებას.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებითვე, ხელისუფლება გრძნობს თავის პასუხისმგებლობას, რის გამოც თანამდებობდა დატოვა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება შესაძლო გადაცდომისა და ძალის გადამეტების ფაქტებს, ყაველაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხელს არავის აფარებს.

„მე ვუყურებდი ამ პროცესებს, მე ნანახი მაქვს რა ხდებოდა წარსულში, რომ არა გიორგი გახარია, დაიღვრებოდა სისხლი. გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლის ღვრას. „ნაციონალურ მოძრაობას" სურდა შემოჭრილიყვნენ პარლამენტში, მათი რამდენიმე წარმომადგენელი აქტივისტებთან ერთად შენობაში იმყოფებოდა და გაღიმებულები უყურებდნენ პროცესებს, რადგან სურდათ, რომ ეს ადამიანები შემოჭრილიყვნენ, განლაგებულიყვნენ პარლამენტში, როგორც ეს გააკეთეს 2003 წელს. თქვენ ხედავთ, რომ პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება. ისინი ითხოვენ კონკრეტულ კადრებს და ფოტოსურათებს, თუ როგორ ხდებოდა აქციის დაშლა. დაისჯება ყველა პასუხისმგებელი პირი", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სოციალისტი პარლამენტმა ხვალ კენჭი უნდა უყაროს და განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადოს. გიორგი გახარიას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მდომარეობის ერთპიროვნული მმართველის სტატუსი 6 თვის ვადით. სახელმწიფოს ყველა შტო მას უნდა დაექვემდებაროს!
3 კვირის უკან